Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის

რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი, იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს.

„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG