Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გელა მთივლიშვილი: წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შსს-ს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი

გელა მთივლიშვილი: წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შსს-ს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი


ჟურნალისტი, "მთის ამბების" ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ წეროვანში, ავტობანზე თავს დაესხა შეიარაღებული სპეცრაზმელი - მისივე თქმით, ავტომობილი, რომელშიც თავდამსხმელი ზის, მათ მანქანას კვლავ უკან მიჰყვება თბილისისკენ მომავალ გზაზე. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა და მას ამ შემთხვევის ამსახველი კადრები გადაღებული აქვს.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების პრესსამსახურიდან დამატებითი ცნობების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG