Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში - ლაივბლოგი

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე დაიწყო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად

15:32 4.3.2025

15:59 4.3.2025

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე დაიწყო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

„ბათუმელები“ ავრცელებს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის მიერ მათთვის გადაცემულ წერილს, სადაც დაპატიმრებული მედიამენეჯერი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს:

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“, - წერს მზია ამაღლობელი.

18:18 4.3.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ წინასწარ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.

როგორც ამაღლობელის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის სიტყვიდან გაირკვა, 15 თებერვალს გურიის პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა.

ამ პატაკის თანახმად, ამის გამო ამაღლობელი მობილურით „კომუნიცირებდა“ პოლიციისათვის „დაუდგენელ პირებთან“, ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ინახებოდა ამაღლობელის მობილურში და ამიტომ იქნა მოთხოვნილი ტელეფონზე წვდომა.

თუმცა ადვოკატების განცხადებით, სინამდვილეში შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა სურდეს მისი სამსახურებრივი სენსიტიური და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

23:20 4.3.2025

მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს - პირდაპირი ეთერი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG