Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში - ლაივბლოგი

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე დაიწყო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად

15:32 4.3.2025

14:46 4.3.2025

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე იწყება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. სხდიმა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა მოქალაქეებს დაახლოებით 14:40 საათისთვის მიეცათ.

დღეს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.

სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.

14:25 4.3.2025

14:05 4.3.2025

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG