„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლომდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყება.
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 14:00 საათზეა დანიშნული.
ფორუმი