Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინა ადასტურებს, რომ 1 მარტს დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის ძალებმა მის პოლიგონზე მიიტანეს დარტყმა, არის მსხვერპლი

უკრაინა ადასტურებს, რომ 1 მარტს დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის ძალებმა მის პოლიგონზე მიიტანეს დარტყმა, არის მსხვერპლი


დაღუპული უკრაინელი სამხედროების მემორიალი კიევში
დაღუპული უკრაინელი სამხედროების მემორიალი კიევში

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, მიხაილ დრაპატის განცხადებით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა ჩერკასკოესთან რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ. ეს დასახლება ფრონტის ხაზიდან ასზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

დარტყმა განხორციელდა 1 მარტს, სამხედრო დანაყოფის განლაგებისას. უკრაინის მედიასაშუალებების თანახმად, პოლიგონზე იმყოფებოდნენ 157-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები.

„ყველას, ვინც იმ დღეს გადაწყვეტილებებს იღებდა და ყველას, ვინც [გადაწყვეტილებები] დროულად არ მიიღო - პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება“, - აცხადებს დრაპატი და დასძენს, რომ მისი ინიციატივით მიმდინარეობს „დამოუკიდებელი შემოწმება სამხედრო კონტრდაზვერვის მონაწილეობით“.

პოლიგონზე დარტყმის შესახებ ცნობები 1-2 მარტს გამოჩნდა როგორც უკრაინულ, ისე რუსეთის წყაროებში სოციალურ მედიაში. ტელეგრამის ომის მომხრე რუსული არხები ირწმუნებოდნენ, რომ დაიღუპა 150-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის წყაროები იუწყებიან ათობით დაღუპულსა და ბევრ დაჭრილზე. ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

სახმელეთო ძალებმა პოლიგონზე დარტყმა ფეისბუკზე ოფიციალურად 3 მარტს დაადასტურეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG