Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პუტინმა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პუტინმა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო“, - ნათქვამია მისალოც ტექსტში.

გუშინ, 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდა: ადგურ არძინბა (36.92%) და ბადრა გუნბა (46.38%). ე.წ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ხმების 54.73%-ით ბადრა გუნბა იმარჯვებს, მის კონკურენტ ადგურ არძინბას ხმების 41.54% აქვს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს „არჩეულმა“ ასლან ბჟანიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG