Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზვავის შემდეგ რიკოთზე მოძრაობა აღდგა

ზვავის შემდეგ რიკოთზე მოძრაობა აღდგა


საავტომობილო გზა რიკოთის უღელტეხილზე
საავტომობილო გზა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გასულ ღამით ზვავი ჩამოწვა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

დეპარტამენტის მიერ 26 თებერვალს, 03:45 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კილომეტრზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ავტომანქანა დაზიანდა, არავინ დაშავებულა.

დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთი კვირაა თოვს. განსაკუთრებულად რთული ვითარებაა გურიის და აჭარის რეგიონებში, სადაც ბევრი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. არის მსხვერპლი. დაზიანებულია სახლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG