Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ქალაქ ოდესაზე

რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ქალაქ ოდესაზე


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მასირებული შეტევა მიიტანეს 31 იანვარსაც.
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მასირებული შეტევა მიიტანეს 31 იანვარსაც.

რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება და გათბობა. დროებით დაიხურა 30-მდე სკოლა და საბავშვო ბაღი.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა გასული ღამის განმავლობაში ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო რაკეტებით და დრონებით შეტევა და ქალაქის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ტრუხანოვის ტელეგრამზე დღეს, 19 თებერვალს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი მიკრორაიონი, სადაც 500-ზე მეტი სახლია.

ოდესის მერის ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ბავშვთა პოლიკლინიკის და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებსაც ელექტროენერგია და გათბობა არ მიეწოდებათ, დროებით დაიხურა.

განახლება: ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ოდესასა და მის რაიონებზე დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG