Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრიდან გათავისუფლებულ სალომე ცისკარაულთან


ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელს, სალომე ცისკარაულს, სხვა არაერთი საჯარო მოსამსახურის მსგავსად, აცნობეს, რომ 31 დეკემბრიდან ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

მისწერეს, რომ მისი ხედვა „წინააღმდეგობაში მოდიოდა ცენტრის ადმინისტრაციის ახალგაზრდულ პოლიტიკასთან“ და რომ „მისი მუშაობის პერიოდში გამოვლინდა დაბალი კვალიფიკაცია, ორგანიზებულობის, სამუშაო უნარ-ჩვევების დაბალი დონე და არსებითი შეუთავსებლობა ახალგაზრდული მიმართულების სამომავლო საქმიანობასთან“.

სალომე ცისკარაული ფიქრობს, რომ სინამდვილეში ის მიმდინარე მოვლენების მიმართ ღია და კრიტიკული პოზიციის გამო გაუშვეს.

ამ ვიდეოში სალომე ცისკარაული დეტალურად გვიყვება არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებსა და იმაზე, თუ რა გარემოში უწევდა მუშაობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არამედ იმაზე, როგორ დაიბარეს ის უფროსებმა კაბინეტში და ყვირილით მოითხოვდნენ მისგან ეღიარებინა, რომ ახალგაზრდებს, რომლებთანაც ის მუშაობდა, აქციებზე დაატარებდა და მათი ერთგვარი „მედროშე“ იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG