Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
10 თებერვლის აქციაზე პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა

10 თებერვლის აქციაზე პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა


10 თებერვლის საღამო. თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა 10 თებერვალს, გვიან საღამოს. პროევროპული პროტესტის 75-ე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ ცდილობდნენ დემონსტრანტებისთვის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

დაკავებულთაგან ორი ხელწერილით გაათავისუფლეს, მათში ერთ-ერთია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

შსს-ს საქმის წარმოება დაწყებული აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით: პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე) და გზის გადაკეტვა (174-ე პრიმა).

უკვე 76 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.

გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის - 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG