Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კიევის განცხადებით, რუსეთის არმიამ უკრაინისკენ გაუშვა 150-ზე მეტი დრონი

კიევის განცხადებით, რუსეთის არმიამ უკრაინისკენ გაუშვა 150-ზე მეტი დრონი


თავდასხმის შედეგები იზიუმში, ხარკოვის ოლქი. 2024 წელი
თავდასხმის შედეგები იზიუმში, ხარკოვის ოლქი. 2024 წელი

8-დან 9 თებერვლის ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით გაუშვა 150-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა. ზიანი მიადგა კიევის, სუმის, ვოლინსკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებს. მსხვერპლის, დაჭრილებისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ მონაცემები დაზუსტების პროცესშია.

უკრაინის არმიის განცხადებით, 74 დრონი "ლოკაციურად დაიკარგა", ანუ რადარებიდან გაქრა და ჩამოვარდა ზიანის გამოწვევის გარეშე.

კიევის ოლქის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე დრონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG