არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე, მხოლოდ შესავალი სიტყვები ითქვა. სხდომა 20 წუთში დასრულდა. შემდეგი პროცესი 13 თებერვალს 15:00-ზე ჩატარდება.
ასე განლაგდნენ მერვე სხდომათა დარბაზთან მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა პროკურორ, თამარ იაკობაძის ჩაწერა მოითხოვეს.
ბოლო პერიოდში, პროკურორები დარბაზს მოსამართლის კარიდან,იმ დერეფნის გავლით ტოვებენ, რომელშიც ჟურნალისტებს არ უშვებენ.
საქალაქო სასამართლოში დაიწყო 21 წლის მათე დევიძის საქმის არსებითი განხილვა. დღეს, პირველი სხდომაა.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი.
მოსამართლემ განუმარტა ბრალდებულს საკუთარი უფლებები. სხდომამ შესავალი სიტყვის ეტაპზე გადაინაცვლა.
ფორუმი