Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ჰამასმა დაღუპული მეომრები ახლებით ჩაანაცვლა


პალესტინელი მებრძოლები ღაზის სექტორში. ხან-იუნისი, 19 იანვარი, 2025.
პალესტინელი მებრძოლები ღაზის სექტორში. ხან-იუნისი, 19 იანვარი, 2025.

მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი, რომელიც მოჰყვა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, 10-დან 15 ათასამდე ახალი წევრით შევსება შეძლო, იტყობინება Reuters-ი აშშ-ის კონგრესში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ისრაელის თავდაცვის არმიის მონაცემებით, ისლამისტებმა ღაზაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაკარგეს. დაახლოებით ასეთივე მონაცემები მოჰყავს აშშ-ის დაზვერვას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, რომ ჰამასის მიერ ძალების აღდგენა არის „გზა მუდმივი ამბოხისა და დაუსრულებელი ომისკენ“.

სააგენტოს წყაროებმა დააზუსტეს, რომ, მიუხედავად წარმატებული შევსებისა, ახლად აყვანილთაგან ბევრია ახალგაზრდა და გაუწვრთნელი მეომარი, რომლებიც ჯერჯერობით მარტივი ამოცანების შესასრულებლად გამოიყენებიან უსაფრთხოების სფეროში.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა Reuters-ს უარი უთხრა კომენტარზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაციის მიზანია ჰამასის სრული განადგურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG