ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებას "ნდობის კრიზისი" აქვს. "ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება" - თქვა ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლაში. მან ასევე პირობა დადო, რომ "დაამარცხებს სარეკორდო ინფლაციას".
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას მექსიკის საზღვარზე. ფიცის დადების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც შეუზღუდავი დაფინანსება გასცემს საგარეო საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს ამერიკის საზღვრების დაცვაზე“.
რას უნდა ველოდეთ ახლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადეს და ოფიციალურად შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. დღის დანარჩენი განრიგი ასეთია - ახლა ტრამპი და ვანსი ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრებიან კაპიტოლიუმში. დაახლოებით 15:30 წუთზე (00:30 თბილისის დროით) ტრამპი ოჯახთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საინაუგურაციო პარადში, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ჩაივლის. საღამოს სამი საინაუგურაციო წვეულება ჩატარდება. ელიან, რომ ტრამპი სამივე მათგანს დაესწრება და მხარდამჭერებს მიმართავს.
დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ამიერიდან ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას მეორე ვადით.
ფორუმი