Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - LIVE ბლოგი

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით.

20:47 20.1.2025
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ინაუგურაციის ცერემონიალზე
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ინაუგურაციის ცერემონიალზე

20:45 20.1.2025

დაეხმარება თუ არა ტრამპი გათავისუფლებაში იმრან ხანს?

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის მხარდამჭერები დიდი ხანია იმედოვნებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის 17-თვიან პატიმრობას დაასრულებს.

17 იანვარს 72 წლის კრიკეტის ყოფილ სუპერვარსკვლავს, რომელიც პოლიტიკოსად იქცა, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით. ისლამაბადი ვაშინგტონის პრიორიტეტი აღარაა 2021 წელს ავღანეთიდან აშშ-ის საბოლოო გაყვანის შემდეგ. არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ეს სახელმწიფო ტრამპის მეორე ვადის ფოკუსში მოექცევა. თუმცა, ხანის პარტია გამუდმებით ლობირებდა ტრამპის კამპანიას, რამაც აიძულა ტრამპის მოკავშირეები რიჩარდ გრენელი და მეტ გეტსი მისი გათავისუფლება მოეთხოვათ.

20:42 20.1.2025
ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი
ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ექს-პრეზიდენტები ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა ცერემონიას ესწრებიან ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან და ყოფილ პირველ ლედი ლორა ბუშთან ერთად.

20:28 20.1.2025

ტრამპს სერბეთისთვის “უსიამოვნო სიურპრიზი” აქვს

ბოსკო იაკშიჩმა, საგარეო პოლიტიკის ბელგრადელმა კომენტატორმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ტრამპს შესაძლოა სერბეთისთვის კარგი ამბები არ ჰქონდეს.

”მე ველოდები უსიამოვნო სიურპრიზს ბელგრადის ოფიციალური პირებისთვის, რომლებმაც დიდი კეთილგანწყობა გამოავლინეს ტრამპის მიმართ და მიაჩნიათ, რომ ახლა შეძლებენ ამის კაპიტალიზაციას, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისინი შეცდნენ,” - თქვა მან.

იაკშიჩმა თქვა, რომ ამერიკული ინვესტიცია გაიზარდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემცირდება სერბეთის ეკონომიკაზე ჩინეთის გავლენა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG