რას ნიშნავს ტრამპის დაბრუნება ავღანეთისათვის
ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპმა ავღანეთის თალიბანის ხელისუფლებას მოსთხოვა დაებრუნებინა ამერიკული იარაღი, რომელიც აშშ-ის ძალების ქაოტური გაყვანის დროს ჩაიგდეს ხელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ავღანეთს ამერიკული დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.
„ჩვენ მათ ფულს არ მივცემთ, სანამ არ დაგვიბრუნებენ ჩვენს სამხედრო აღჭურვილობას“, - უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს 19 იანვარს ვაშინგტონში ჩატარებულ მიტინგზე.
აშშ ამჟამად არის მთავარი ჰუმანიტარული დონორია ავღანეთში, თუმცა, ის, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, თალიბანს პირდაპირ არ აფინანსებს.
ქვეყნის 40 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს დახმარება ესაჭიროება, რადგან ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისს განიცდიან.
ტექნოლოგიის ლიდერები ინაუგურაციაზე პრისცილა ჩანი, „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი და „ფეისბუკის“ მარკ ზაკერბერგი ინაუგურაციას ესწრებიან.
ტრამპი კაპიროლიუმში მივიდა
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის შენობაში მივიდნენ. მათ ვაშინგტონის ქუჩები ერთად გაიარეს.
ბაიდენები ტრამპებს თეთრ სახლში მიესალმებიან
ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ და მელანია ტრამპებს თეთრ სახლში ჩაიზე მიესალმებიან ფიცის დადების ცერემონიამდე. დონალდ ტრამპმა ოთხი წლის წინ ინაუგურაციის დღეს არ ჩაატარა ჩაის ტრადიციული ცერემონია პრეზიდენტებს შორის, მაგრამ ბაიდენმა ეს პრაქტიკა გააცოცხლა.
ფორუმი