"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებას ულოცავს და აცხადებს, რომ ტრამპის მმართველობამ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.
ორბანი: მსოფლიო შეიცვლება და ეს კარგი იქნება უნგრელებისთვის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრეზიდენტ ტრამპს ფეისბუქის მოკლე პოსტით მიულოცა.
"ტრამპის პრეზიდენტობისგან ჩვენ ველით მშვიდობას, სიმშვიდეს და ეკონომიკურ კეთილდღეობას. მსოფლიო შეიცვლება და ეს კარგი იქნება უნგრელებისთვის."
ორბანი, პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც 2016 წელს ტრამპს დაუჭირა მხარი, ინაუგურაციის ცერემონიას არ დასწრებია. მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ განუცხადა საინფორმაციო საიტ index.hu-ს, რომ ორბანს, რომელიც 2024 წელს ორჯერ ეწვია აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, სურს ტრამპთან შეხვედრა ვაშინგტონში, „როდესაც მას შეეძლება მოლაპარაკება გამართოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“.
უკრაინელი ემიგრანტები აშშ-ში "ლეგალურად ჩავიდნენ"
ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის კონგრესის კომიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ სოკივმა რადიო თავისუფლებას თავისი მოსაზრება უთხრა საიმიგრაციო ბრძანების შესახებ.
„ჩვენ ყველანი შეშფოთებულნი ვართ ზოგიერთი მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანებით, მაგრამ რაც შეეხება უკრაინელ ემიგრანტებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ისინი ლეგალურად ჩამოვიდნენ. ბრძანებები ძირითადად არალეგალურ მიგრანტებს შეეხება. ჩვენ, როგორც უკრაინული საზოგადოება, ვფიქრობთ, რომ ყველა ჩამოსული უკრაინელი (250 000-ზე მეტი) შეინარჩუნებენ იურიდიულ სტატუსს U4U პროგრამის ფარგლებში“.
ზელენსკი ულოცავს ტრამპს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავისი ხმა შეჰმატა საერთაშორისო მილოცვებს.
„ეს საუკუნე ახლავე ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ეს იყოს დიდებული და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის“, - წერს ის X-ზე.
ზელენსკის მეტი უდევს სასწორზე, ვიდრე მსოფლიოს სხვა ლიდერები, რუსულ სამხედრო ძალებ მისი ქვეყნის დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული და შეტევებს აგრძელებენ. უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას გადამწყვეტი როლი აქვს რუსული ძალების მოგერიებაში.
ფორუმი