Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს - სახელმწიფო დეპარტამენტი


მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ აშშ "მკაცრად გმობს" საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას. მათ შორის იგი ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებზე, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე.

"ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს", - დაწერა მილერმა პლატფორმა X-ზე.

14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

50-ე დღეა იმართება ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. უწყვეტი აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.

აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG