Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ციკოლია, გიორგი ჯამბურია: მოქალაქეები სისტემის პირისპირ


გადმოწერა

საპროტესტო აქციები გრძელდება, პროტესტში ჩართული ადამიანები ამ პროცესში ახალი შინაარსების და ფორმების შემოტანას ცდილობენ, თავად წინააღმდეგობის მოძრაობა კი ახალ სახეებს და სათქმელებს აჩენს, სისტემის გადატვირთვის საჭიროებას აჩვენებს.

ხელისუფლება მოსახლეობის უკმაყოფილებას კვლავ კანონებში რეპრესიული შესწორებებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება-დასჯით და საჯარო მოხელეთა გათავისუფლებით უპასუხებს.

დრამატურგებთან, პაატა ციკოლიასთან და გიორგი ჯამბურიასთან ერთად ვეცდებით დავინახოთ რა ხდება გზაგასაყარზე, რომელია ის „ცეცხლმოდებული თემები“, რომელზე მსჯელობაც შესაძლოა საზოგადოებას შექმნილი კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლაში დაეხმაროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG