Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს


საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვაა.
საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვაა.

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყო. ასობით კომპანია მომდევნო სამი საათის განმავლობაში წყვეტს მუშაობას.

გაფიცვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სტრატეგიულ ობიექტებს არ შეუძლიათ პროტესტში ჩართვა და მუშაობის გაჩერება, თუმცა ამ უფლებით ისარგებლა ამავე კომპანიების თანამშრომლების ნაწილმა. მაგალითად, გაფიცულთა შორის არიან ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ბანკის: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები.

ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ და „საქართველოსთვის“. ეს პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაფიცვაში მონაწილე მოქალაქე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაფიცვაში მონაწილე მოქალაქე

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროტესტი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციები 28 ოქტომბრიდან დაიწყო, შემდეგ კი ხალხის ნაკადმა იკლო. პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG