Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ


აქციის მონაწილე ნუცა ბუზალაძის კონცერტზე ბათუმში
აქციის მონაწილე ნუცა ბუზალაძის კონცერტზე ბათუმში

ბათუმში მომღერალ ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტზე საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.

მათ თან ჰქონდათ თბილისის აქციებზე სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები.

იქამდე, საპროტესტო აქცია გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოდან, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მიმდინარეობდა ნუცა ბუზალაძის კონცერტი.

"სირცხვილო!" - ისმოდა შეძახილები აქციის წევრების მხრიდან, რასაც სცენიდან გამოეხმაურა ნუცა ბუზალაძე:

"ყოჩაღ, ძაან მომწონს თქვენი გამოსვლა. ბრავო ამისთვის. „სირცხვილოს“ თუ ეძახით იმ ადამიანს, ვინც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილო თქვენ. თუ გგონიათ, რომ ამითი ჩემს კონცერტს დღეს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. ასე რომ, თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ. თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ, შეგერგოთ!".

დეკემბერში ინციდენტი მოხდა ნუცა ბუზალაძის ახალციხეში გამართულ კონცერტზეც. 20 დეკემბერს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დავით ახალკაცი დააკავეს, რომელიც ამბობდა, "სცენაზე მონას ელოდებოდა". ახალკაცსა და კონცერტზე მყოფ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მათთან ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე მივიდა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. შემდეგ ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და დავით ახალკაცი ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს.

საახალწლო კონცერტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაგალითისთვის, ახალციხეში ორსაათიანი გამოსვლისთვის ნუცა ბუზალაძემ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG