Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთმა სახელმწიფო ჰიმნის ახალი ვერსია ჩაწერა


სლოვაკეთმა 1 იანვარს დაამტკიცა სახელმწიფო ჰიმნის ახალი ვერსია, რომელმაც ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გაიჟღერა.

ახალი ვერსიის საზოგადოებისთვის წარდგენა მოხდა მისი საჯარო ანონსიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ. ახალი ჰიმნი ძველის არანჟირებული ვერსიაა. მისი ავტორია სლოვაკი დირიჟორი და კომპოზიტორი, ოსკარ როჟა. დასაწყისში დამატებულია მუსიკალური შესავალი, ხოლო ბოლოს - სლოვაკური ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტის - ფუიარას - პარტია. "ჰიმნი - პოლიტიკაზე მეტია", - დაწერა კომპოზიტორმა სოციალურ ქსელში. ჰიმნი - სახურავია და ფარი. ჰიმნი ერის მკურნალია. არის რაღაცები, რისი წართმევაც შეუძლებელია" – მოჰყავს გაზეთ Denník N-ს მისი სიტყვები.

ჰიმნის შეცვლის შესახებ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა კულტურის მინისტრმა, სლოვაკეთის მემარჯვენე ეროვნული პარტიის წარმომადგენელმა, მარტინ შიმკოვიჩმა. მისი ინიციატივა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ არანჟირების შეცვლაც კი უნდა მოხდეს პარლამენტის 2/3-ის მიერ კენჭისყრის შემდეგ.

როჟა მელოდიის შეცვლის იდეის მომხრე იყო ათზე მეტი წლის განმავლობაში, იტყობინება The Slovak Spectator. სლოვაკეთის ჰიმნი "ტატრების თავზე ელვა კაშკაშებს" 1993 წელს იქნა დამტკიცებული, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.

მასში გამოყენებულია მე-19 საუკუნის სლოვაკი პოეტის, იანკო მატუშკას ლექსის ტექსტი და ხალხური სიმღერის "ჭა გავთხარე და შიგ ჩავიხედე" მუსიკა. მუსიკის წინა ვერსია დაწერა ლადისლავ ბურლასმა, 1992-1993 წლებში ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემდეგ. კომპოზიტორი 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG