Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასარგებლოდ,  საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის აშშ ივანიშვილს ასანქცირებს - ბლინკენი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატი თავმჯდომარის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბლინკენი წერს, ივანიშვილი დასანქცირდა საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

"აშშ სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილს , "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. [...]

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ "ქართული ოცნების" ქმედებებს, რომელიც ივანიშვილის ლიდერობით ხორციელდება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებზე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე ძალადობასა და რეპრესიებს.

შეერთებული შტატები მოწოდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში", - წერია ბლინკენის განცხადებაში.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG