Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზის გადაკეტვისთვის ნიკა გვარამია 5000 ლარით დააჯარიმეს


 ნიკა გვარამია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 18 ნოემბერი
ნიკა გვარამია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 18 ნოემბერი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას პოლიცია თბილისში გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა. 

ადმინისტრაციული ოქმი შედგენილია 17 ნოემბერს თბილისში ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, იმ საღამოს თბილისში ხალხმრავალი აქცია იმართებოდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი მსვლელობა მოაწყვეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეჩერდნენ, კარვები გაშალეს და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. აქციები 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, პოლიციამ მათი დაშლა არაერთხელ სცადა.

ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები 28 ნოემბერს განახლდა, როცა „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ იქნებოდა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი. პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით.

აქციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემონსტრანტებს. ცვლილებების მიხედვით, გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეს 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით დააჯარიმებენ. ორგანიზატორისთვის ჯარიმა 5000 ლარიდან 15000 ლარამდე გაიზრდება. ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 15 დღემდე პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG