Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას 113 დრონით შეუტია


დაზიანებული შენობა ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)
დაზიანებული შენობა ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი. (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რომელსაც “უკრაინსკაია პრავდა” ავცელებს, 21 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა С-400-ის ტიპის რაკეტით და 113 დრონით.

უკრაინის მხარის თანახმად, მათგან 57 ჩამოაგდეს, 56 - დაიკარგა.

საზენიტო მართვადი - С-400 -ის ტიპის რაკეტა დონეცკიდან გაუშვეს და პოლტავის რეგიონის მიმართულებით გატყორცნეს.

დრონებით იერიშის დროს, რომლებიც უკრაინის ბევრ რაიონზე განხორციელდა, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ სახლს და ადამიანები დააშავა.

წინა დღეს ზაპოროჟიეში, დრონით დაარტყეს ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას. თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი მცხოვრები, მათ შორის 12 წლის ბავშვი. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG