დღეს დილით აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაჭრილია, სულ მცირე, 15 ადამიანი, რომელთაგან 9 ჰოსპიტალიზებულია.
რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
ფორუმი