Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას ატარებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, 19 დეკემბერი, 2024.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, 19 დეკემბერი, 2024.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ატარებს დასკვნით პრესკონფერენციას. ის იმართება პირდაპირი ხაზის პარალელურად, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმა.

ოფიციალური მონაცემებით, ოთხშაბათი საღამოს მონაცემებით, პუტინს 1,7 მილიონი შეკითხვა გაუგზავნეს. ორგანიზატორთა თქმით, წელს მათ ახარისხებენ „სბერბანკის“ ნეიროქსელი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ვეტერანები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრის შედეგად დაკარგა მხედველობა. შეკითხვების უდიდესი ნაწილი ეხება ომს, იტყობინება კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი.

ღონისძიების მოდერატორები არიან პირველი არხისა და „როსია 24-ის“ კორესპონდენტები. 2023 წელს პირდაპირი ხაზი ოთხ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ტრანსლაციას აწარმოებენ რუსეთის ფედერალური არხები. დასაწყისში პუტინმა ილაპარაკა რუსეთის ეკონომიკის ზრდის, სარეკორდოდ დაბალი უმუშევრობის შესახებ, მაგრამ აღიარა ინფლაცია. მან პირობა დადო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული კურსკის ოლქის რაიონები გათავისუფლდება და რომ აღდგება საცხოვრებლები და ინფრასტრუქტურა უკრაინის იმ რეგიონებში, რომელთა ანექსიის შესახებ გამოაცხადა რუსეთმა. მათ შორის პუტინმა განაცხადა, რომ ანექსირებულ მარიუპოლში ამჟამად 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს შესთავაზა „ტექნოლოგიური დუელი“ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რუსეთის რაკეტა „ორეშნიკს“ შორის. „განსაზღვრონ ობიექტი, მაგალითად, კიევში, დააყენონ იქ ყველა თავიანთი ანტისარაკეტო სისტემა, ჩვენ კი „ორეშნიკით“ განვახორციელებთ დარტყმას. ჩვენ მზად ვართ ასეთი ექსპერიმენტისთვის,“ თქვა პუტინმა.

NBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან მას ურთიერთობა ექნება თუ არა როგორც ლიდერს, რომელიც უკრაინაში ომისა და სირიაში ვითარების გამო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის არმია ყველა დროის საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება. პუტინმა არ აღიარა, რომ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთის დამარცხებას ნიშნავს. მან თქვა, რომ სირიაში მოსკოვის ამოცანა იყო ქვეყანაში „ტერორისტული ანკლავის“ გაჩენის თავიდან აცილება. ამ მიზანს მან „გარკვეული თვალსაზრისით მიღწეული“ უწოდა.

პუტინის სიტყვებით, სირიაში ხელისუფლებაში მოსული დაჯგუფებები არ არიან ტერორისტული ორგანიზაციები. მისი თქმით, დაჯგუფებათა „უდიდეს ნაწილს“ სურს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები დარჩეს სირიაში. „ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია“, მოიტანა პუტინმა ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის სიტყვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG