პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყოს. 2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ხდება.
„მათ შორის პასუხისმგებლები ვიქნებით იმისთვის, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ღონისძიებების კალენდარი, [პასუხისმგებელი ვიქნებით] სიტუაციისთვის მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყოს,“ თქვა ტუსკმა.
ხუთშაბათს ვარშავაში ჩავა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის ხელისუფლებასთან ითათბირებს თავისი მოლაპარაკებების შესახებ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტთ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
როგორც ადრე თქვა ზელენსკიმ, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა.
ფორუმი