Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: "ხარება მაგარი კაცია" - აქციაზე დაკავებული მიშა მეტრეველი


მიშა მეტრეველი 3 დეკემბერს დააკავეს ბესიკის ქუჩაზე
მიშა მეტრეველი 3 დეკემბერს დააკავეს ბესიკის ქუჩაზე

3 დეკემბერს პროევროპული აქციების პარალელურად ბესიკის ქუჩაზე დაკავებული მოქალაქე მიშა მეტრეველი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასამართლოში მისი საქმის განხილვის შემდეგ ფეისბუკზე წერს დაკავებისას ცემის გამოცდილებაზე. მისი მონათხრობის მიხედვით, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შავნიღბიანმა წევრებმა დაახლოებით ღამის პირველიდან ორ საათამდე დროის შუალედში დააკავეს, შემდეგ კი ე.წ. დაკავების ფურგონიან ავტომობილში ჩასვეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დაკავების დროს მოვუწოდე, რომ ჩავბარდი და არ ვაპირებდი წინააღმდეგობის გაწევას, მიუხედავად ამისა დაიწყეს ჩემი ჩხრეკა და არაპროპორციული ძალის გამოყენება.

ერთ-ერთი მათგანი გამოეყო და მოუწოდა, რომ არ გაეგრძელებინათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა, რადგან მიმდებარე კორპუსებიდან ყველაფერი ჩანდა, შემდეგ მოხდა ჩემი მოთავსება 112 ის კუთვნილ სატვირთო ავტომობილში (Ford Transit) სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად დაიწყეს ჩვენი "დასჯა".

ფიზიკურად გვისწორდებოდა 6 შავნიღბიანი ერთდროულად და შემდეგ სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: "ხარება მაგარი კაცია" რაზეც მტკიცე უარი მიიღეს ჩვენგან და ფიზიკური ანგარიშწორება კიდევ 2 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა",
- წერს მიშა მეტრეველი.

ფურგონში ცემის შემდეგ მიშა მეტრეველი საპატრულო ეკიპაჟმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც 30 საათი გაატარა. მისი საქმე სასამართლოში უკვე განიხილეს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი, სისხლის სამართლის ბრალდებით 26. 400-მდე დაკავებულიდან დაახლოებით 80 სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG