Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ყუბანში რეიდის დროს უცხოელ მუშებს ომში წასვლას ან ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ

ყუბანში რეიდის დროს უცხოელ მუშებს ომში წასვლას ან ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ


კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკა, სადაც უცხოელი მოქალაქეების სავარაუდო გადაბირება მოხდა.
კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკა, სადაც უცხოელი მოქალაქეების სავარაუდო გადაბირება მოხდა.

პოლიციელებმა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ცენტრის თანამშრომლებმა და კაზაკებმა ჩაატარეს ერთობლივი რეიდი კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკის სამშენებლო მოედანზე. ასეულობით მუშა კოლონებად გაამწკრივეს ფორმიანი ხალხის წინ და უკრაინაში საომრად წასვლის კონტრაქტებზე ხელმოწერა შესთავაზეს. როგორც "კავკაზ.რეალიი" წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებით დაემუქრნენ.

სტანიცა მარიანსკაში ეს რეიდი მოჰყვა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებას. ამ განცხადების თანახმად, რეგიონში 2025 წელს იგეგმება უცხოური სამუშო ძალის სრულად აკრძალვა, ვინაიდან ადგილობრივ შრომის ბაზარზე "ადგილობრივები აღარავის სჭირდება".

მშენებლობაზე პოლიციამ შეამოწმა "რუსეთის ტერიტორიაზე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქე 85 მუშის ყოფნის კანონიერება".

როგორც გამოცემა "მაშის" მიერ გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტი ცხადყოფს, უცხოელ მუშებს სამხედრო კამუფლაჟსა და ე.წ. ბალაკლავებში ჩაცმული ბადრაგი დაჰყვება. მოგვიანებით პლაცზე მდგარ მუშებს ერთ-ერთი სამხედროფორმიანი უხსნის, რომ მათ უნდა გააფორმონ კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. კონტრაქტები იდება ერთი წლით, მაგრამ სამხედრო პირი არაფერს ამბობს მობილიზაციის შესახებ მოქმედ დადგენილებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG