ირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოსმოსში წარმატებით გაუშვა რაკეტა.
საქმე ეხება რაკეტა-მატარებლის -“სიმორღის” - სტარტს. მან თანამგზავრი უნდა გაიყვანოს დედამიწის ორბიტაზე.
სტარტი განხორციელდა იმამ ხომეინის კოსმოდრომიდან, რომელიც სემნანის პროვინციაში მდებარეობს.
დასავლეთში ითვლება, რომ “სიმორღის” პროგრამის მიზანია, ისლამურმა რესპუბლიკამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა გააუმჯობესოს. დამოუკიდებელ წყაროებს რაკეტის წარმატებული გაშვების ფაქტი არ დაუდასტურებიათ.
ფორუმი