Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის პოლიციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას ღალატში ადანაშაულებენ


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი -საილუსტრაციო ფოტო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი -საილუსტრაციო ფოტო

სამხრეთ კორეის პოლიციამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ. მას საომარი მდგომარეობის დაწესების გამო ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება.

მანამდე ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალიც წაუყენონ ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.

საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობისა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG