Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით“ – NCDC-ის პოსტი Linkedin-ზე


დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Linkedin-ზე აქვეყნებს განცხადებას და წერს, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“.

განცხადება სოციალურ ქსელში 5 დეკემბერს, დილით გამოქვეყნდა.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული".

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახური არ პასუხობს რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოსტის შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

ეს განცხადება აისახება ამავე ტექსტში.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, და ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მერიის თანამშრომლებმა საერთო განცხადებები გაავრცელეს.

2018 წლიდან რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს („ლუგარის ლაბორატორია“), რომელიც NCDC-ის შემადგენლობაში შედის, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები დღემდე აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართულ მხარესთან საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო კვლევების მიმართულებებით.

  • "ლუგარის ლაბორატორიის" მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ზედამხედველობით;
  • მშენებლობასა და გამართვაზე 150 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
  • "ლუგარის ცენტრი" ექსპლუატაციაში 2013 წლიდან შევიდა და სრულად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს [NCDC].
  • 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას ქართული მხარე იხდის. დანახარჯი, 2018 წლის მონაცემებით, წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG