Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ სირიაში ტოვებს "სამხედრო მრჩევლებს"


მთავრობის მოწინააღმდეგე მეამბოხეები ალეპოში, სირია, 2024 წლის 30 ნოემბერი
მთავრობის მოწინააღმდეგე მეამბოხეები ალეპოში, სირია, 2024 წლის 30 ნოემბერი

ირანმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ აპირებს სირიაში დატოვოს სამხედრო მრჩევლები - იმ ფონზე, როცა მის მოკავშირე ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო, მოულოდნელი შეტევით დაიკავეს მეამბოხეებმა.

ირანი - რომელიც სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო - აცხადებს, რომ სირიაში მხოლოდ სამხედრო მრჩევლები ჰყავს განთავსებული, დამასკის მოწვევის საფუძველზე.

"ჩვენი სამხედრო მრჩევლები სირიაში იყვნენ, კვლავაც არიან" და იქ დარჩებიან სირიის მთავრობის "სურვილების შესაბამისად" - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ემაეილ ბაყაეილმა თეირანში.

ბაყაეილს არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა ირანი თავისი ძალების რაოდენობის გაზრდას სირიაში, მეამბოხეთა შეტევის ფონზე.

ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ ასადთან დამასკში გამართა შეხვედრა, სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერის ნიშნად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG