Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, ვითარება პერიოდულად იძაბება ჭიჭინაძეზე


აქცია პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირი, 1 დეკემბერი, 2024
აქცია პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირი, 1 დეკემბერი, 2024

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ.აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, რომელსაც დემონსტრანტების მისამართით პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან უშვებენ.

პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანაშრომლები არიან განლაგებულები. მიყვანილია სპეციალური ტექნიკაც.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე, აქციის მონაწილეები პროტესტს პარლამენტის წინ, ლითონის კონსტრუქციაზე ხმაურით გამოხატავდნენ დემონსტრანტებიდან ერთეულები პარლამენტთან ამაღლებებზეც ადიოდნენ.

აქცია პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირი, 1 დეკემბერი, 2024
აქცია პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირი, 1 დეკემბერი, 2024

ნახევარი საათია ჭავლი არ წყდება. საპასუხოდ დემონსტრანტები პიროტექნიკას ისვრიან. პოლიცია ჯერ ადგილზე რჩება, მათ გზის გაწმენდა არ დაუწყიათ.

აქციის დაწყებისას კომენტარი გააკეთა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ და გააფრთხილა აქციის მონაწილეები „არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG