უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მოლაპარაკებები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან, რომელიც 29 ნოემბერს შეუდგა ამ თანამდებობაზე მუშაობას.
კოშტა უკრაინაში იმყოფება ევროკომისიის დელეგაციასთან ერთად. უკრაინაში ვიზიტი შედგა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის პირველ სამუშაო დღესვე.
კოშტასთან ერთად კიევში იმყოფებიან ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ლიდერი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
„ჩვენ ვისაუბრეთ ევროპისა და გლობალური საკითხების ჩვენეულ ხედვაზე, არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე,“ დაწერა ზელენსკიმ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ. „ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი სამართლიანად და გავაძლიეროთ ჩვენი ევროპა - ევროკავშირის ინსტიტუტები და ყოველი ევროპული ქვეყნის მხარდაჭერის პოლიტიკა“.
შემდეგ ზელენსკი შეხვდა კაია კალასს და მასთან ერთად განიხილა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხი.
„ასეთი სიმბოლური დასაწყისი ასახავს მთავარ პრიორიტეტებს ჩვენთვის ყველასთვის ევროპაში,“ განაცხადა ზელენსკიმ.
ფორუმი