Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებია


1 დეკემბერს რუმინელები პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევენ
1 დეკემბერს რუმინელები პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევენ

რუმინეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 31 პარტია მონაწილეობს. არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. პარტიებს მანდატების მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.

კენჭისყრის დღემდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ამას შეძლებენ სოციალ-დემოკრატიული პარტია, მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“, ლიბერალური „რუმინეთის ხსნის კავშირი“ და მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“.

წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი მანდატი სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს, თუმცა - არასაკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის და კოალიცია შექმნეს მემარჯვენე-ცენტრისტებთან.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 24 ნოემბერს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად, ყველასთვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე გავიდა ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, კალინ ჯორჯესკუმ ხმების თითქმის 23% მოიპოვა და მეორე ტურში გავიდა ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატ ელენა ლასკონისთან ერთად.

თუმცა, პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადება გადაიდო.

28 ნოემბერს, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების ხელახლა დათვლა, რათა გამოირიცხოს თაღლითობის ეჭვი, რომელიც ჯორჯესკუს გამარჯვების გამო გაჩნდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG