Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი" - ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება


დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

ქუთაისში მესამე დღეა იმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებენ.

ისინი ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა მასწავლებელი და აქტივისტი მიხეილ მუმლაძე, რომელიც 28 ნოემბერს დააკავა პოლიციამ "ქართული ოცნების" ოფისთან გზის გადაკეტვის მცდელობისას.
მიხეილ მუმლაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი 20 დეკემბრისთვის გადაიდო. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებიან.

"მე ვაგრძელებ ბრძოლას, რადგან ხელისუფლების ქმედებებს იწონებს პუტინი; პუტინი ულოცავს "ქართული ოცნების" ამომრჩეველს. ამიტომ ახლა თვითორგანიზების დროა, მოვძებნოთ ჩვენო თანამოაზრეები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი", - მიმართა მიხეილ მუმლაძემ აქციის მონაწილეებს.

დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG