Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით" - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 29 ნოემბერი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 29 ნოემბერი, 2024 წელი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ იმედგაცრუებულები არიან ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

"იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

პოლონეთი ერთგული რჩება ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი აარიდოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG