საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომას და ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს მას, რადგან მასზე იყო “მძიმე ზეწოლა”:
რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე თავად ზალკალიანის გადადგომის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და შენიშნავს, რომ მას ესაუბრა კიდეც, თუმცა “ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს“:
„ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
პლატფორმა X-ზე მაია სანდუ წერს, რომ საუბრისას გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი და, ასევე, აღფრთოვანება „მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ“.
„მოლდოველებსა და ქართველებს საერთო მისწრაფება აქვთ მშვიდობიანი, კეთილდღეობით აღსავსე მომავლისა ევროკავშირში“, - წერს იგი.
რადიო თავისუფლებამ გადაიღო პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ რეზინის ტყვიის გასროლა
კადრები გადაღებულია 1 დეკემბერს, 03:30 საათზე „თბილისი მერიოტთან“, ჭანტურიას ქუჩაზე
შსს ჯერ კომენტარს არ აკეთებს წუხელ ღამით რეზინის ტყვიების სავარაუდო გამოყენებაზე
ფორუმი