სპეცრაზმთან თითქმის მთელი ღამის წინააღმდეგობის შემდეგ საპროტესტო აქციამ თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ საქართველოს კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა მიაჩნია.
სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), ევროპარლამენტარი წერს, რომ მას, როგორც ადამიანს, ვისაც სწამს ევროპული ღირებულებებისა და როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შეუძლია ჩუმად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მისი სიტყვებით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთადერთმა ოლიგარქმა საქართველოში, რომელმაც მოახერხა საქართველოს დაპყრობა, ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს“ და ეს კრიზისი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, იმიტომ შეიქმნა, რომ მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ გზას, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი.
მისი აზრით, ეს ყველაფერი კეთდება ან შეგნებულად, ან სისულელით. კრემლი ბედნიერია“.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმათება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.
აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას და ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის პირველი სართულზე განლაგებული ფანჯრის მინები 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ჭყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.
სპეციალური საშუალებების გამოყენებით პოლიციამ რამდენჯერმე სცადა აქციის დაშლა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი არ დაიშალა. საპოლიციო ძალების გამოყენებით პოლიციამ ისინი რუსთაველის გამზირს გამოარიდა, საიდანაც მათ მელიქიშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
ფორუმი