PACE "მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას მშვიდობიან დემონსტრანციებზე თბილისში"
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. "ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორმა ჟურნალისტმა "რუსთავი 2" დატოვა "მიმდინარე მოვლენების გამო"
ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დაუდასტურა თავად მარიამ ჯანელიძემ, ის ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა. ინფორმაცია დაადასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ.
აქცია რუსთაველზე გრძელდება
ფორუმი