Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

02:06 30.11.2024

რუსთაველზე დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.

პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება.

მარტიოტთან ახლა რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები.

02:13 30.11.2024

რუსთაველზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს, დემონსტრანტები ადგილზე ცდილობენ დარჩენას

02:38 30.11.2024

კიდევ ერთი ნოემბერი, უკვე ივანიშვილის შესრულებით - გახარია

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„2024 წლის 30 ნოემბერი - კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, - ასე აფასებს ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიციის მიერს პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას.

„რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა - არა“ - წერს გახარია ფეისბუკზე.

გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

02:41 30.11.2024

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG