პროევროპული დემონსტრაციების მეთერთმეტე ღამე თბილისში.
„ხელისუფლებას ძალადობის გარდა არაფერი აქვს“ - გია ნოდიას კომენტარი საპროტესტო აქციაზე
დათო გორგილაძის კომენტარი საპროტესტო აქციაზე
პროევროპულ აქციებზე მყოფნი მოქალაქეები „ფეისბუკში“ წერენ, რომ მათთვის უცნობი ადამიანები მობილურ ტელეფონებზე ურეკავენ და ემუქრებიან.
ბოლო 11 დღის განმავლობაში და მანამდე თბილისში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი აქტიური ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი წერს, რომ მუქარის შესახებ ზარი შევიდა მის სატელეფონო ნომერზეც.
„ჩემი სიმ ბარათი დევს ელენეს ტელეფონში და ახლა დაურეკეს თურმე და შემოუთვალეს, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში“, - აცხადებს ღლონტი.
ფორუმი