მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის წინ (18:41) სამართალდამცავებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 25 წლის საბა ციმინტია, რომელიც მეგობრის, პროევროპულ აქციებზე, ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ლუკა ჯაბუას სასამართლოს სხდომაზე იყო მისული.
6 დეკემბერს ჟურნალისტმა მარიამ ნიკურაძემ განაცხადა ე.წ. "დასაპატიმრებელთა სიაზე". მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნახა სია, იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრებიც. სიაშია საბა ციმინტიაც. ამ სიაში 50-მდე ადამიანია შეყვანილი, აქედან 10 უკვე დაპატიმრებულია.
უცნობმა პირებმა „კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში სცემეს კობა ხაბაზს.
ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი.
დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.
როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს:
ფორუმი