პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილ ოპოზიციას პროვოკაცია მოუწყო.
ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 5 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ შეხვედრიდან გამოსულებს დაახვედრეს „ტიტუშკებად” გადაცმული პოლიციელები:
„ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა. ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავა, სადაც პოლიტიკოსი ოპოზიციის ლიდერების შეკრებაზე იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
ფორუმი