4 დეკემბერს, დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გაჩხრიკეს პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინები.
აი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ დღეს:
თითქმის ერთი კვირაა, თბილისში, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ მთელი ღამის განმავლობაში, გათენებამდე, იყენებს ცრემლსადენ გაზსა და „წიწაკის სპრეის“, რომელთა გამოყენებაც, საერთაშორისო რეგულაციებით, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ინფორმაციით, ადამიანის ჯანმრთელობაზე საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ზემოქმედების სიძლიერეზე, ფორმასა და ხანგრძლივობაზე. ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] გზამკვლევში ლაპარაკია საპოლიციო ძალების სავალდებულო ანგარიშვალდებულებასა და უსაფრთხოების მკაცრ ზომებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამხელს აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების ტიპებს.
უსაფრთხოების ზომების შესახებ რჩევებს მომიტინგეებს არც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ტოქსიკოლოგი ექსპერტები არ ჰყავთ:
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, - წერს ენტონი ბლინკენი 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების ადრესატია არა „საქართველოს ხელისუფლება“, არამედ „ქართული ოცნება“:
"არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი მომიწევს აქ გათენება, მაგრამ ეს ვიცი, რომ მე აქ უნდა ვიდგე იმისთვის, რომ რაღაცნაირად დავბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მივიღოთ ის, რასაც ვითხოვთ..." - მსახიობი ბაჩო ქაჯაია.
ფორუმი