შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, - წერს ენტონი ბლინკენი 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების ადრესატია არა „საქართველოს ხელისუფლება“, არამედ „ქართული ოცნება“:
"არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი მომიწევს აქ გათენება, მაგრამ ეს ვიცი, რომ მე აქ უნდა ვიდგე იმისთვის, რომ რაღაცნაირად დავბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მივიღოთ ის, რასაც ვითხოვთ..." - მსახიობი ბაჩო ქაჯაია.
ტრავმატოლოგ ვატო გვაზავას დემონსტრაციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს ეხმარებოდა, - იუწყება მისი ახლო მეგობარი, ექიმი ჯაბა ზარქუა.
„გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა“, - წერს ზარქუა.
ფოტოზე, რომელსაც ის აქვეყნებს, ვატო გვაზავას სისხლნაჟღენთები ეტყობა სახეზე, შუბლზე და ტუჩზე.
ოპერის მომღერლების მიერ შესრულებული „შავლეგო“ საპროტესტო აქციაზე
ფორუმი