„საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ“, - წერს პლატფორმა X-ზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი.
„მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული“, - აცხადებს ის.
აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი განცხადებით ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარბევას.
ჯო ვილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, პერსონალური სანქციები დაუწესოს თბილისის მერს, კახა კალაძეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლაში.
"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია ჩამოიშორა და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების სახლებში და ოფისებში დაკავება. არ შეცდეთ: "ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააძლიერებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ", - ვკითხულობთ ჯო ვილსონის განცხადებაში.
ამის შესახებ ირაკლი შაიშმელაშვილმა ფეისბუკზე დაწერა და პოსტის დატოვების შესახებ დაწერილი პატაკი გამოაქვეყნა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართავს
შაიშმელაშვილი ფეისბუკ-პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აქვეყნებს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, ჟურნალისტებს უპასუხა
ფორუმი